სელენა გომესი

სელენა გომესმა ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში მკურნალობა დაიწყო

Cosmopolitan.com

TMZ-ის ინფორმაციით, სელენა გომესმა ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში მკურნალობა დაიწყო.

მედიის ცნობით მომღერალმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ორი კვირის განმავლობაში საავადმყოფოში ორჯერ მოხვდა ემოციური აშლილობის გამო.

სელენა გომესი პირველად საავადმყოფოში სექტემბერში იმყოფებოდა, რადგან ემოციური აშლილობის გამო შესაძლებელი იყო გადანერგილი თირკმელი დაზიანებოდა. მომღერალი საავადმყოფოდან რამდენიმე დღეში გაწერეს, თუმცა მომდევნო დღეებში მას კვლავ მოუწია სამკურნალოდ დაბრუნება.

გასულ წელს სელენა გომესს მისმა მეგობარმა თირკმელი გადაუნერგა. 25 წლის მომღერალს ლუპუსი, იგივე მჭამელას დაავადება აქვს.

კომენტარები