ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა

მოგერინი: სადაც საქართველო საპატიო სტუმარია, იქ არის ევროკავშირის ადგილიც

პირველი ძირითადი კითხვა, რასაც გისვამენ, როდესაც საგარეო პოლიტიკაში ხართ, არის: ვინ ხარ? მხოლოდ ამის შემდეგ გისვამენ კითხვას, რაზეც, ჩვეულებრივ, ყველა ამახვილებს ყურადღებას - რისი მიღწევა ან თავიდან არიდება გინდა? გეკითხებიან დიპლომატიური ანბანის გამოყენებით, რაც, ალბათ, ნაკლებად ლამაზია, ვიდრე ქართული, მაგრამ მაინც ჩვენი ყოველდღიური სამუშაოს ნაწილია. 

ძალიან გულწრფელი მინდა ვიყო. ყოველთვის ასეთი ვარ, მაგრამ დღეს განსაკუთრებით, რადგან გულითადი სათქმელი მინდა გაგანდოთ. როდესაც მოსაწვევი მივიღე, გავიფიქრე – რამხელა პატივი მარგო განგებამ. შემდეგ დავფიქრდი, რატომ მე და პასუხად ორი მიზეზი ვიპოვე, ორივე აშკარა და ცხადია: პირველი ის არის, რომ სადაც საქართველო საპატიო სტუმარია, სწორედ იქ არის ევროკავშირის ადგილიც.

მეორე ის გახლავთ, რომ სადაც ადამიანის უფლებებს ზეიმობენ, წარმოაჩენენ ან იცავენ, სწორედ იქ უნდა იყოს ევროკავშირი. 

საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ფედერიკა მოგერინის სიტყვა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გახსნაზე. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყანაა 

კომენტარები