წყალსადენის მილის დაზიანების გამო, ვაკის ნაწილს წყალმომარაგება არ მიეწოდება

წყნეთის გზატკეცილთან წყალსადენის მილის დაზიანების გამო, ვაკის ნაწილს წყალმომარაგება არ მიეწოდება. GWP-ის ინფორმაციით, აღდგენითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

"სამუშაოების მიმდინარეობისას, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც წყალმომარაგება შეზღუდული აქვს ვაკის რაიონში: წყნეთის გზატკეცილს, ბაგებს, ჭავჭავაძის გამზირის და თამარაშვილის ქუჩის ნაწილს.

წყალმომარაგება სამუშაოების დასრულებისთანავე დღეს, 10 ოქტომბერს, საღამოს 19:00 საათიდან აღდგება" - აცხადებს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი და აღნიშნავს, რომ წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას აბონენტებს SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს.

კომენტარები