არჩევნები 2018

ზურაბიშვილი: მე არ ვიქნები ის ადამიანი, რომელიც შეძლებს, რომ პენსიები გაზარდოს

მე არ ვიქნები ის ადამიანი, რომელიც შეძლებს, რომ თქვენი პენსიები გაზარდოს. მე არ ვიქნები ის პრეზიდენტი, რომელიც შეძლებს რომ თქვენ უშუალოდ მე დაგასაქმოთ. მე არ ვიქნები ის პრეზიდენტი, რომელიც ეკონომიკას უცებ დააყენებს თავის ფეხზე. მე არ ვიქნები ის პრეზიდენტი, რომელიც შეძლებს კანონების შეცვლას. მე ვიქნები მართლის მთქმელი, არ დაგიმალავთ არაფერს. 

დედოფლისწყაროში გამართულ შეხვედრაზე თქვა პრეზიდენტობის ოცნების მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები