კანონპროექტი მარიხუანას შესახებ

ვაშაძე: არ დავუშვებთ საქართველოს ავღანიზაციას და მართვას ნარკოკარტელების მიერ

2017 წლის მონაცემებით ყოველ ათას ცოცხლად შობილზე დედათა გარდაცვალების დაახლოებით 26 შემთხვევა დაიფქსირდა. თითქოს ეს დემოგრაფიული უბედურება არ გვყოფნის, ახლა კანონპროექტი შემოიტანეს, რომელმაც საქართველო უნდა გადააქციოს ნარკოკარტელად, ჩვენი სასოფლო-სამეურნეო მიწები კანაფის, მარიხუანას და კიდე უბედურებების პლანტაციებად, საქართველოს მოსახლეობა კიდევ ნარკოტიკების მომხმარებლად, რომ საბოლოოდ გაგვტეხონ წელში, დაგვაბოლონ და ჩვენი მოქალაქე გადააქციონ მონა-მორჩილ, სტატისტიკურ ერთეულად. როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქე და პრეზიდენტობის კანდიდატი, პირობას გაძლევთ რომ სანამ ცოცხალი ვარ ამ კანონპროექტს განხორციელება არ უწერია. არ დავუშვებთ თქვენთან ერთად, ყველა პატრიოტულ პოლიტიკურ ძალასთან ერთად, არ დავუშვებთ საქართველოს ავღანიზაციას, არ დავუშვებთ საქართველოს მართვას ნარკოკარტელების მიერ, არ დავუშვებთ ჩვენი გენეტიკური ფონდის მოშლასა და განადგურებას, იმიტომ რომ ახლაგაზრდა თაობის გარეშე ამ ქვეყანას მომავალი არ აქვს და ეს არ ესმის მარტო იმათ, ვინც ნარკოტიკებით გამდიდრებას აპირებს.

საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ მცხეთაში, ამომრჩეველთან შეხვედრაზე ისაუბრა.

კომენტარები