არჩევნები 2018

ზურაბიშვილი: ივანიშვილთან საკითხავი არაფერი მაქვს, ვიქნები მედიის და ბიზნესის დამცველი

მასთან თავად [ბიძინა ივანიშვილთან] არ მაქვს საკითხავი, მე როგორც მომავალი პრეზიდენტი ვარ და ვიქნები მედიის დამცველი, ისევე როგორც ბიზნესის დამცველი. არასოდეს განმეორდება ის, რაც ხდებოდა ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დროს, როცა ბიზნესი იყო ყველანაირად დარეკეტებული. ეს პერიოდი დამთავრდა და აღარასდროს დაბრუნდება.

ასე პასუხობს პრეზიდენტობის ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტის კითხვას - როდესაც მომავალ პრეზიდენტს ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შესაძლებლობა ექნება, კითხავს თუ არა ომეგა ჯგუფის დამფუძნებლის სკანდალური განცხადებების შესახებ თავად მას.

კომენტარები