ქალი საზღვაო მაშველები

2019 წლიდან, ქალები პირველად შეძლებენ საზღვაო მაშველები გახდნენ

2019 წლიდან პირველად ქალებს საშუალება მიეცემათ საზღვაო მაშველები გახდნენ. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა შალვა ხუციშვილმა, დღეს ბათუმში მაშველების დაჯილდოების ცერემონიაზე ისაუბრა. ხუციშვილის თქმით, მომავალი წლიდან ​მაშველების სამუშაო პირობებიც გაუმჯობესდება. 

„სიმბოლურად დავაჯილდოვეთ მაშველები, რომლებმაც განსაკუთრებით მძიმე პერიოდში შეძლეს ადამიანების გადარჩენა. მომავალი წლიდან იქნება სიახლე, რომ გაუმჯობესდება მაშველთა სოციალური პირობები, სამსახურის აღჭურვილობა და შეიქმნება გარემო, რომელიც მიმზიდველი იქნება ქალებისთვის, რაც საშუალებას მოგვცემს, უფრო მეტი ქალი მაშველი ვიხილოთ ბათუმის სანაპიროზე“, – თქვა ხუციშვილმა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დღეს ბათუმში წარმატებული მაშველები დააჯილდოვა. სიგელები და საჩუქრები 112 მაშველს გადასცეს, რომლებმაც სეზონზე შტორმის დროს 400-მდე ადამიანი გადაარჩინეს.

კომენტარები