ავტოავარია

ბათუმში ტაქსი სატვირთო მანქანას შეეჯახა - დაიღუპა 1 ბავშვი, დაშავდა - 3

flickr

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 წლის ბავშვი დაიღუპა. ასევე, დაშავდა სამი მცირეწლოვანი. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, ტაქსი, რომელშიც ბავშვები იმყოფებოდნენ, გაჩერებულ სატვირთო ავტომობილს შეეჯახა.

გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები