ვის მისცემდნენ ხმას მეორე ტურში - R2-ის დაკვეთით ჩატარებული Edison Research-ის კვლევა

საერთაშორისო ორგანიზაცია Edison Research-ის კვლევის მიხედვით, რომელიც რუსთავი 2-ის დაკვეთით ჩატარდა, კითხვებზე თუ ვის მისცემდნენ ხმას მეორე ტურში კონკრეტული კანდიდატების გადასვლის შემთხვევაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა.

რუთავი ორის მიერ გამოქყვენებული ინფორმაციის თანახმად, კვლევის მიხედვით კითხვაზე - თუ მეორე ტურში გავლენ გრიგოლ ვაშაძე და სალომე ზურაბიშვილი, რომელს დაუჭერდით მხარს? პასუხები ასე გადანაწილდა.

გრიგოლ ვაშაძე 50%, სალომე ზურაბიშვილი 24%, არ ვიცი / არ ვუპასუხებ 26 %

ხოლო თუ მეორე ტურში გავლენ დავით ბაქრაძე და სალომე ზურაბიშვილი, 53% ბაქრაძეს დაუჭერდა მხარს, 23% კი ზურაბიშვილს, 24%-მა არ იცის.

კითხვაზე, თუ მეორე ტურში ოპოზიციური პარტიების საპრეზიდენტო კანდიდატები - გრიგოლ ვაშაძე და დავით ბაქრაძე გავლენ, გრიგოლ ვაშაძეს - 37% მისცემს ხმას, ბაქრაძეს - 33%, არ ვიცი/ არ ვუპასუხებ - 30%.

საერთაშორისო ორგანიზაცია Edison Research-მა კვლევა ტელეკომპანია რუსთავი ორის დაკვეთით ჩაატარა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე 14-დან 23 სექტემბრის ჩათვლით სულ 3 000 რესპოდენტი გამოიკითხა, კვლევის ცდომილება კი 2%-ია.

კომენტარები