დრონი

IBM-მა დრონი დააპატენტა, რომელიც დაღლილ ადამიანებს ამოიცნობს და მათ ყავას მიუტანს

BBC.com

კომპანია IBM-მა დრონის ვერსია დააპატენტა, რომელიც დაღლილ ადამიანებს ამოიცნობს და მათ ყავას მიუტანს.

პატენტი ისეთ დრონს გულისხმობს, რომელსაც შეუძლია სახის მიმიკებითა და წნევის მაჩვენებლით ოფისში მომუშავე ადამიანების ფსიქოლოგიური მდგომარეობა განსაზღვროს და ამის მიხედვით მათ ყავა მიუტანოს.


ფოტო: IBM

ჯერჯერობით უცნობია, გამოუშვებს თუ არა IBM-ი მსგავს დრონს გაყიდვაში, ამ ეტაპზე მათ მხოლოდ იდეა აქვთ დაპატენტებული.

პატენტი ყავის მიტანის რამდენიმე ვარიანტს განიხილავს - შესაძლოა დრონმა ყავა ადამიანს პირდაპირ ჭიქაში ჩაუსხას, ან ყავა მოთავსებული იყოს დალუქულ ჩანთაში.

კომენტარები