ბაღდათში ლიბერთი ბანკის ბანკომატი გაქურდეს. ამ ეტაპზე უცნობია, რა რაოდენობის თანხაა წაღებული. შემთხვევა 24 სექტემბერს მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.
უწყების ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.