წონაში მატება

კვლევის მიხედვით, ურთიერთობაში ყოფნა წონაში მატებას იწვევს

ახალი კვლევის მიხედვით, ურთიერთობაში ყოფნა წონაში მატებას იწვევს.

კვლევა ავსტრალიაში მდებარე ქუინსლენდის უნივერსიტეტმა ჩაატარა. მკვლევარებმა 10 წლის განმავლობაში ნაგროვები 15 000 ადამიანის მონაცემები შეაჯამეს და აღმოაჩინეს, რომ ურთიერთობაში მყოფი ადამიანები წლის განმავლობაში საშუალოდ 5.8 კილოგრამს იმატებენ, ადამიანები კი, რომლებიც არ არიან ურთიერთობაში მხოლოდ 1.8 კილოგრამს.

კვლევი მიხედვით ასევე დადგინდა, რომ ადამიანები ურთიერთობების დროს ნაკლებას მიირთმევენ არაჯასანღ საკვებს და უფრო ნაკლებ სიგარეტს ეწევიან. მიუხედავად ამისა, მკვლევარების აზრით წონაში მატებას იწვევს ის, რომ ადამიანები, რომლებსაც მეწყვილე უკვე ჰყავთ უფრო ნაკლები სიხშირით დადიან სპორტულ დარბაზებში და ნაკლებად ზრუნავენ საკუთარ წონაზე.

კომენტარები