თამბაქოს შესახებ კანონპროექტი

მაღრაძე სიგარეტზე: რაც უნდა ის დაიჭიროს, მაგრამ არ უნდა მიაყენოს სხვას ზიანი

თეატრის დროს [მსახიობის მიერ სიგარეტის მოწევას] ვერ დავეთანხმები, რადგან მხატვრული ჩანაფიქრისთვის ჩემი აზრით, ჩვენება იმისა, რომ უჭირავს სიგარეტი, უკვე საკმარისია და ბოლის გაშვება აუცილებელი არ არის... რაც უნდა ის დაიჭიროს, მაგრამ არ უნდა მიაყენოს სხვას ზიანი

განათლებისა და მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე ქართული ოცნების დეპუტატი გუგული მაღრაძე, თამბაქოს შესახებ კანონპროექტზე. მას დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ ჰკითხა - "ყვავილი რომ დაიჭიროს"? (მსახიობმა სპექტაკლის დროს), რაზეც გუგული მაღრაძემ უპასუხა - "რაც უნდა, ის დაიჭიროს, მაგრამ სხვას არ უნდა მიაყენოს ზიანი"

კომენტარები