თამბაქოს შესახებ კანონპროექტი

აქცია-პერფორმანსი თამბაქოს სტანდარტულ შეფუთვაზე კანონპროექტის წინააღმდეგ

ორგანიზაციებმა "სტუდენტები თავისუფლებისთვის" და "მომხმარებელთა უფლებების ცენტრი" აქცია-პერფორმანსით გააპროტესტეს კანონპროექტი, რომელიც ქვეყანაში თამბაქოს სტანდარტული შეფუთვის დაწესებას ისახავს მიზნად.

კანონპროექტის მიხედვით, ყველა ტიპის თამბაქოს ნაწარმი ერთნაირი შეფუთვით გაიყიდება. სიგარეტის შეფუთვაზე არ იქნება დატანილი ინფორმაცია პროდუქტის სახელისა და ბრენდის შესახებ.

აქცია სამდღიანია და მისი სახელია "ძიძა სახელმწიფო". აქციაზე გამოფენილია სტანდარტულად შეფუთული პროდუქტები.

კომენტარები