ქარიშხალი ფლორენცია უილმინგტონში

წყალდიდობა ჩრდილოეთ კაროლინაში - ქალაქი უილმინგტონი გარესამყაროს მოწყდა

აშშ-ის შტატ ჩრდილოეთ კაროლინაში, სანაპიროზე მდებარე ქალაქი უილმინგტონი დანარჩენ შტატს წყალდიდობების გამო გამოეყო.

ოფიციალური პირები ამბობენ, რომ გზები დატბორილია და ევაკუირებულ მოსახლეებს მოუწოდებენ, ქალაქისგან თავი შორს დაიჭირონ.

"აქ არ მოხვიდეთ," თქვა ნიუ ჰენოვერის ქვეყნის კომისიის თავმჯდომარემ, ვუდი უაითმა - "გზები დატბორილია, უილმინგტონთან კავშირი არ არის... გვინდა სახლში მიხვიდეთ, მაგრამ ჯერ დაბრუნებას ვერ შეძლებთ,"- ამბობს ის.

ჩრდილოეთ კაროლინის ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ წყლიდან 900-მდე ადამიანი გამოიყვანეს. დაახლოებით 15 ათასი ადამიანი კვლავ საგანგებო თავშესაფარშია, ქალაქში კი დაახლოებით 120 ათასი მოსახლე ცხოვრობს.

აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ტვიტერზე წერს:

"FEMA ძალიან ბევრს მუშაობს. ქარიშხალი ფლორენციის დასრულების შემდეგ თავიანთ ძალებს გააორმაგებენ". 

კალათბურთის ლეგენდა მაიკლ ჯორდანი, რომელიც ამ ქალაქში გაიზარდა, ცდილობს დაზარალებულებს დახმარება გაუწიოს.

სტიქიამ ჩრდილოეთ კაროლინაში 11, სამხრეთ კაროლინაში კი 6 ადამიანის სიკვდილის გამოიწვია. მათ შორის არიან ქალი და მისი შვიდი თვის შვილი, რომელთა სახლსაც ხე დაეცა.

კომენტარები