ჯეიმზ მეტისი

აშშ-ის თავდაცვის მდივანი: რუსეთი მაკედონიის რეფერენდუმში ჩარევას შეეცდება

politico.com

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ჯეიმზ მეტისმა მაკედონიაში ვიზიტისას დაგეგმილ რეფერენდუმში რუსეთის ჩარევი საფრთხეებზე ისაუბრა.

30 სექტემბერს მაკედონიაში ქვეყნის სახელის შეცვლის შესახებ რეფერენდუმი გაიმართება. მიმდინარე წლის ივნისში საბერძნეთმა და მაკედონიამ ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის სახელთან დაკავშირებული დავის გადასაჭრელად შეთანხმებას გასულ თვეს მიაღწიეს. მაკედონიას Severna Makedonija (ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა) ეწოდება. დავის გადაჭრის შემდეგ ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკამ NATO-ში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებებზე მიწვევა მიიღო.

"ჩვენ ვაკვირდებით როგორ ქმნის მაკედონია საკუთარ მომავალს, და ამაში არავინ უნდა ჩაერიოს... ჩვენ არ გვსურს რუსეთმა იგივე გააკეთოს, რაც სხვა ბევრ ქვეყანაში უცდია... ეჭვი არ არის, რომ მათ თანხები გადმორიცხეს და კამპანიებს ატარებენ გავლენის გასავრცელებლად." თქვა მეტისმა.

შეგახსენებთ, რომ ივლისში ოფიციალურმა ათენმა ქვეყნიდან ორი რუსი დიპლომატი გააძევა, კიდევ ორს კი საბერძნეთში დაბრუნების უფლება არ მისცა. მიზეზად მათი მხრიდან საბერძნეთსა და მაკედონიას შორის ამ უკანასკნელის სახელთან დაკავშირებული დავის გადასაჭრელად მიღწეული შეთანხმების ჩაშლის მცდელობა დასახელდა.

რუსეთი ბრალდებებს უარყოფს. მათ საპასუხოდ ქვეყნიდან ბერძენი დიპლომატებიც გააძევეს.

კომენტარები