სტიქია ჩინეთში

ჩინეთში ტაიფუნ "მანგკუტის" შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა

ჩინეთში ტაიფუნ "მანგკუტის" შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი მედიის ცნობით, სტიქიის გამო გუანგდონგის პროვინციიდან 2 მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

ჰონგ-კონგში შენობები მნიშვნელოვნად დაზიანდა. ქალაქი თითქმის პარალიზებულია. უცხოური მედიის ინფორმაციით, ჰონგ-კონგის საერთაშორისო აეროპრტში 900-ზე მეტი ავიარესი გაუქმდა, მთავარი საგზაო მაგისტრალები კი დაკეტილია. არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრასპორტი, მატარებელი, მაღაზიები და საჯარო სამსახურები.

 

 

კომენტარები