სტიქია ჩინეთში

ჩინეთში მეწყერს 25 ადამიანი ემსხვერპლა

bbc.com

აღმოსავლეთ ჩინეთში, პროვინცია ჯეძიანის ერთ-ერთ სოფელში ჩამოწოლილ მეწყერს 25 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 12 დაკარგულად ითვლება. დაკარგულთაგან უმეტესობა ბავშვი და მოხუცია.

ძლიერი წვიმების შედეგად მოტანილმა ქვებმა და ტალახმა რამდენიმე სახლი ქვეშ მოიყოლა.

სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს, თუმცა - შეფერხებით, რადგან სოფლის ზოგიერთი ნაწილი დატბორილია.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ის ოჯახები, რომლებმაც სტიქიის შედეგად სახლები დაკარგეს, კომპენსაციას მიიღებენ.

კომენტარები