ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
მარიხუანა

საპატრიარქო: შეიცვალოს კონსტიტუცია, არ დაკანონდეს უზნეობა

შაბათი, 15 სექტემბერი, 2018 - 23:51
tbl.ge/34m3
დაკოპირდა

"ჩვენი ქვეყანა არც არასდროს არ იქნება მზად ამისთვის,"- თავისუფლების მოედანზე მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურებმა საპროტესტო პარაკლისის ჩატარების შემდგომ მთავრობას მიმართეს. მამა შალკა კეკელიამ წაიკითხა საპროტესტო განცხადება და მთავრობას კონსტიტუციის შეცვლისკენ მოუწოდა. 

"საკონსტიტუციო სასამართლომ მიღებული გადაწყვეტილებით პიროვნების თავისუფლების განვითარების უფლებაში ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანა მოხმარებაში შეიყვანა. ეს ნაჩქარევი და საფრთხეების შემცველი გადაწვეტილებაა. შექმნილი პრეცედენტი საშიშროებას ქნის, რომ მომავალში სასამართლომ სხვა სახის ნარკოტიკებით ან ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანო რაიმე ქმედებებით, იგივე ლოგიკით დააკანონოს. გაუგებარია რატომ მოხდა მარიხუანას კულტივაციის შესახებ კანონპროექტის გასაიდუმლოებულად შემუშავება,საჯარო განხილვების გარეშე. როდესაც ამ კანონპროექტის არსებობის შესახებ ცნობილი გახდა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები აცხადებდნენ, რომ ეს გადაწყვეტილება აუცილებლად იქნება მიღებული. ანუ უკვე ჩვენი მოსახლწობის ნების გარეშე ვიღაცებმა გადაწყვიტეს, რომ ეს ასე იქნება. მიუხედავად იმისა, მოსახლეობას ამის მიმართ რა დამოკიდებულება აქვს, ხელისუფლება გვეუბნება, რომ ამას უჭველად გადავწყვეტთ. ამიტომ მოვუწოდებთ ყველა იმ ადამიანს, რომ ეს კანონი ასე არ იყოს მიღებული,"- ამბობს მამა შალვა კეკელია. 

სასულიერო პირებმა ერთი საათის წინ ილია მეორესთან გამართულ შეხვედრაზე მარიხუანასთან დაკავშირებული კანონპროექტი განიხილეს. 

ცვლილებათან დაკავშირებით პატრიარქის თანამოსაყდრემ, ასევე მეუფეებმა იაკობმა, იობმა და ანტონმა განაცხადეს, რომ ისინი აღშფოთებული არიან და რომ მსგავსი ნაბიჯებით სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეებს ებრძვის. 

დღესვე ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა დაგეგმილ ცვლილებთან დაკავშირებით თქვა, რომ მარიხუანას ექსპორტის ზნეობრივ საკითხებთან მიბმა უზნეობაა. "ამ საკითხის [მარიხუანას ექსპორტის] მიბმა მორალთან და ზნეობასთან, მე პირადად უზნეობად მიმაჩნია,"- ამბობს მინისტრი.

მარიხუანასაპატრიარქო

ამავე თემაზე

  • პარასკევი, 13 მაისი, 2022 - 13:14შსს: მარიხუანის დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ბრალდებით 3 პირი დავაკავეთ
  • ორშაბათი, 16 მარტი, 2020 - 14:59კორონავირუსის გამო ამსტერდამში მარიხუანას საყიდლად ადამიანები რიგებში დგანან (ფოტოები)
  • ოთხშაბათი, 2 ოქტომბერი, 2019 - 20:48ამერიკაში მარიხუანას პირველი რესტორანი გაიხსნა
  • ოთხშაბათი, 31 ივლისი, 2019 - 19:2620კგ მარიხუანა, რომელიც პირს ხელბარგში უპოვეს - შემოსავლების სამსახური ფოტოებს ავრცელებს
  • ოთხშაბათი, 20 მარტი, 2019 - 19:26ძლიერმოქმედი მარიხუანა ზრდის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების რისკს

კომენტარები

ბოლო სიახლეები

შსს: მესტიაში დამატებით 76 ე.წ. მაინერი ამოვიღეთ (VIDEO)
ორშაბათი, 15 ივნისი, 2026 - 10:49

შსს: მესტიაში დამატებით 76 ე.წ. მაინერი ამოვიღეთ (VIDEO)

"თანასკოლელს ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით ფულს სძალავდა" - მარნეულში 1 პირი დააკავეს
ორშაბათი, 15 ივნისი, 2026 - 10:41

"თანასკოლელს ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით ფულს სძალავდა" - მარნეულში 1 პირი დააკავეს

რუსეთმა უკრაინაში კიევ-პეჩერის ლავრის მიძინების ტაძარი დაბომბა
ორშაბათი, 15 ივნისი, 2026 - 09:43

რუსეთმა უკრაინაში კიევ-პეჩერის ლავრის მიძინების ტაძარი დაბომბა

ილია თოფურია ჯასტინ გეიჯისთან ორთაბრძოლაში დამარცხდა – ბრძოლა მეოთხე რაუნდში შეწყდა
ორშაბათი, 15 ივნისი, 2026 - 09:34

ილია თოფურია ჯასტინ გეიჯისთან ორთაბრძოლაში დამარცხდა – ბრძოლა მეოთხე რაუნდში შეწყდა

აშშ-მ და ირანმა მშვიდობის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს – პაკისტანი
ორშაბათი, 15 ივნისი, 2026 - 01:42

აშშ-მ და ირანმა მშვიდობის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს – პაკისტანი

ყველაზე კითხვადი

ნოდარ მელაძემ პოლიციაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კადრები გამოაქვეყნა
1ნოდარ მელაძემ პოლიციაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კადრები გამოაქვეყნა
2DR: რუსეთი ევროპის საზღვრებთან შეიარაღებას აძლიერებს და შესაძლო ომისთვის ემზადება
3იოზვიაკი: EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს "საკმაოდ უნაყოფო" უწოდა
4SpaceX-ის პირველადი საჯარო შეთავაზების შემდეგ ილონ მასკი მსოფლიოს პირველი ტრილიონერი გახდა
5თარხან-მოურავი: საქართველო ამერიკული ქვეყანაა, გავიგოთ ეს ჩვენ, რომ რუსეთი დამარცხდა

ბოლო ვიდეო

ტაივანმა წვრთნებისას ჩინეთის მიმართულებით ამერიკული HIMARS-ები გამოცადა (VIDEO)
ხუთშაბათი, 11 ივნისი, 2026 - 17:14ტაივანმა წვრთნებისას ჩინეთის მიმართულებით ამერიკული HIMARS-ები გამოცადა (VIDEO)

გირჩევთ

საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
გიორგი ხობუა
საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში