თბილისის მერია

The Tiger Lillies კონცერტი 21 სექტემბერს ევროპის მოედანზე გაიმართება

ბრიტანული ჯგუფის The Tiger Lillies კონცერტი 21 სექტემბერს, ევროპის მოედანზე გაიმართება. თბილისის მერის ინფორმაციით, კონცერტზე დასწრება უფასო იქნება. ღონისძიება პროექტის "თბილისის ცის ქვეშ" ფარგლებში გაიმართება. ამავე პროექტის ფარგლებში, 16 სექტემბერს, მსმენლის წინაშე ქეთი მელუა თავის ბენდთან ერთად წარსდგება.

20 სექტემბერს კი ჯგუფი The Tiger Lillies თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, მარჯანიშვილის თეატრში სპექტაკლს "ედგარ ალან პოს მოჯადოებული სასახლეს" ითამაშებს.

ბრიტანული ჯგუფი სამი წევრისგან შედგება და მათ ქართველი მსმენელი პირველად არ მოუსმენს. 2015 წელს ბენდი Tbilisi Open Air 2015-ის ერთ-ერთი ჰედლაინერი იყო. მათი მუსიკა საოპერო ჟანრის, ბოშური სიმღერებისა და პარიზის მარცხენა სანაპიროს ნაზავია.

კომენტარები