ქსავიერ მილერი

მისურში 10 წლის ბიჭი სასწაულებრივად გადარჩა

მისურში 10 წლის ბიჭი, ქსავიერ მილერი, რეაბილიტაციას გადის მას შემდეგ, რაც ჩრდილო ამერიკული ყვითელი კრაზანები თავს დაესხნენ, ხის სახლიდან ჩამოვარდა და სახით 30 სმ-იან მეტალის შამფურს დაეცა. 

"შეშინებული ქსავიერი სახლში ყვირილით შემოვიდა," ამბობს ბავშვის დედა - "მეუბნებოდა: დედა ვკვდები, ამას ვგრძნობ". 

ქსავიერი ჯერ უახლოეს, შემდეგ კი კანზასის უნივერსიტეტის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას იქვე ჩაუტარდა ოპერაცია, რომელიც წარმატებით დასრულდა.

შამფური ქსავიერის თვალებს, მთავარ სისხლძარღვებს, თავისა და ზურგის ტვინებს სასწაულებრივად ასცდა.

კანზასის უნივერსიტეტის საავადმყოფომ მედიას უთხრა, რომ ბიჭი სავარაუდოდ სრულიად გამოკეთდება, მაგრამ შესაძლოა ხმა დაუზიანდეს.

ბიჭის ექიმი, მისტერ ებერსოლი ამ შემთხვევას "სასწაულებრივს" უწოდებს.

"არასდროს მინახავს ასეთი შემთხვევის შემდეგ გადარჩენილი პაციენტი, იმაზე აღარაფერს ვამბობ რომ რეაბილიტაცია მალევე დასრულდება,"- ამბობს ის.

კომენტარები