მარიხუანა

ნათელაშვილი: ივანიშვილმა გადააჭარბა ესკობარისა და გენერალ ნორიეგას ფორმატს

ჩვენი მომავალი ულამაზესი თაობა სერიოზული საფრთხის წინაშეა. ხელისუფლება იწყებს ნარკოტიკების წარმოებას, მოყვანას ექსპორტს და ჩვენი მომავლის მოსპობას. ასეთი საშიშროება, არასოდეს, ჩვენი ერის და ხალხის წინაშე არ ყოფილა, არცერთი მტრის შემოსევისა და არც ერთი ვაების დროს. ბიძინა ივანიშვილმა, 80-იან წლებში თავისი ბიზნესი დაიწყო, ერეკლეს მოედანზე უბანში ნარკოტიკების გაყიდვით და დრეს ის ამ ბიზნესს აგვირგვინებს მსოფლიო ნარკობარონის სტატუსით, რომელმაც გადააჭარბა, ესკობარისა და გენერალ ნორიეგას ფორმატს. იწყება ნარკოტიკების ოფიციალური მოყვანა, მათი დამზადება, გაყიდვა, ექსპორტი და მთელი ამ ბიზნესის მეპატრონე და კურატორი ივანიშვილი და მისი ოჯახია. 

პრეზიდენტობის კანდიდატი, შალვა ნათელაშვილი მარიხუანის კულტივაციასთან დაკავშირებულ ინიციატივას აკრიტიკებს.

კომენტარები