ხორავას ქუჩის საქმე

ზურაბიშვილი სარალიძის მოთხოვნებზე: რატომ უნდა გადაიზარდოს უშუალოდ პოლიტიკურში?

ეს უკვე არის ის პოლიტიკური განაცხადები, რომელიც მგონი არ ჯდება ამ საქმეში. მე ამ საქმიდან ვერ დავინახე, რატომ უნდა გადაიზარდოს უშუალო პოლიტიკურში. მესმის, რომ მითუმეტეს დღევანდელ დღეს, ანუ წინასაარჩევნო პერიოდში შეიძლება ბევრის ინტერესში იყოს, რომ გადაიზარდოს პოლიტიკურ სიტუაციაში და რაღაცა არასტაბილურში, არა მგონია, რომ ეს ასე გადაიზრდება, იმედი მაქვს, რომ არ გადაიზრდება... თანაგრძნობა არის ერთი რამ, რომელიც ყველას მოგვეთხოვება და აუცილებელი არის და პირველ რიგში, დედას, როგორ შეიძლება, არ თანაუგრძნო, რომელმაც... ჩემს ირგვლივ არიან ადამიანები, რომლებსაც ასევე შეეხო ეს უშუალოდ და არ მინდა ახლა სპეკულირება რაღაცეებზე, მაგრამ თანაგრძნობა არის ერთი და პოლიტიკური პოზიცის დაკავება, როცა არასწორი პოლიტიკური მოთხოვნებია ჩემი აზრით, იმიტომ, რომ საფუძველი პოლიტიკური მოთხოვნებისა, რომ მთავრობა გადადგეს და ასე შემდეგ, არ არსებობს

პრეზიდენტობის ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი TV პირველის ეთერში, გადაცემაში "რეაქცია", ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამის ზაზა სარალიძის მოთხოვნებზე, რომ გადადგეს მთავრობა და დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. ზაზა სარალიძემ აქციები მას შემდეგ განაახლა, რაც ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნება არ იზიარებს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნას, რომელიც ევროპულმა საქართველომ მოამზადა.

კომენტარები