არჩევნები 2018

მეტი სექსი, მეტი თავისუფლება - ზურაბ ჯაფარიძის საარჩევნო კამპანია PornHub-ზე

"გირჩის" პრეზიდენტობის კანდიდატმა, ზურაბ ჯაფარიძემ პორნო-საიტზე PornHub საარჩევნო ბანერები განათავსა. 

  • "მეტი სექსი, მეტი თავისუფლება"
  • "მე არ გპირდებით ზომის გაზრდას"

- მომხმარებლებს საიტზე ამ წარწერებით ორი ბანერი ხვდებათ. 

როგორც გირჩში ამბობენ, მიზეზი მცირე ბიუჯეტის ეფექტურად ხარჯვაა. მათი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ფინანსურად შეზღუდულები არიან, ცდილობენ იპოვონ რეკლამის ეფექტიანი გზები მაქსიმალურად მცირე დანახარჯით.

"პორნჰაბის 2017 წლის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ქართველი მომხმარებელი საიტზე საშუალოდ 10 წუთსა და 54 წამს ატარებს. ​ვარაზისხევზე ბანერის გამოფენას ჩვენი ბიუჯეტი ვერც გაწვდებოდა და ასეთი რეკლამები ისედაც მოძველებული გვგონია. შესაბამისად, ვიპოვეთ ეს გზა, რომლის წყალობითაც ბანერს უკვე 122 000 ნახვა აქვს და მხოლოდ პორნჰაბიდან ჩვენს ახლადშექმნილ პორტალზე - portal.girchi.ge - 35 ადამიანი დარეგისტრირდა", - გვითხრეს გირჩში

კომენტარები