ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi

ქუთაისში 3 000 წლის წინანდელი თხრილი და ბრინჯაოს ცულის ჩამოსასხმელი ყალიბი აღმოაჩინეს

პარასკევი, 7 სექტემბერი, 2018 - 16:28
tbl.ge/343g
დაკოპირდა

ქართულ-პოლონური მუდმივმოქმედი არქეოლოგიური მისიის ფარგლებში ქუთაისში 3 000 წლის წინანდელი, ანტიკური პერიოდის თავდაცვითი თხრილი აღმოაჩინეს. 

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, წყლით სავსე თხრილს სპეციალისტები გვიანი ბრინჯაოს ხანის მნიშვნელოვანი კოლხური კულტურული დასახლების თავდაცვის საშუალებას მიაკუთვნებენ. ქართველი და პოლონელი არქეოლოგების ვარაუდით, ეს აღმოჩენა შესაძლოა გახდეს პირველი მატერიალური დადასტურება იმისა, რომ გვიანი ბრინჯაოს ხანის მნიშვნელოვანი ცენტრი - კოლხეთის ცივილიზაცია ნამდვილად ქუთაისის ამჟამინდელი გაბაშვილის გორის გარშემო (არქეოლოგიური გათხრების არეალი) არსებობდა.

თხრილის ზომები სიგანით 10 მეტრი, ხოლო სიღრმე - 6 მეტრია. სამინისტროს ცნობით, არქეოლოგიური ობიექტი იმ ტიპისაა, რომლებსაც ბრინჯაოს ხანის პერიოდსა (დაახლოებით 3000-3500 წლის წინ) და მოგვიანებით - ანტიკურ ხანაში (IV -VI საუკუნეები ჩვ.წ. აღრიცხვით) იყენებდნენ.

"იქიდან გამომდინარე, რომ არქეოლოგიური თხრილის მიმდებარე რელიეფი შეუქცევადადაა შეცვლილი სხვადასხვა ჩარევისა და თანამედროვე მშენებლობების შედეგად, მეცნიერები აღმოჩენილი თხრილს ქუთაისის ადგილზე ანტიკური ქალაქის არსებობის ჯერჯერობით ერთადერთ მატერიალურ დადასტურებად მიიჩნევენ" - აცხადებს სამინისტრო.

პოლონურ-ქართული ექსპედიციისას ე.წ კოლხური ბრინჯაოს ცულის ჩამოსასხმელი ქვის ყალიბიც აღმოაჩინეს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, გამოსაწვავ ღუმელში გამოსაყენებელი კერამიკული მილი სპეციალისტებს საკვლევი არეალის მიმდებარედ მეტალურგიის არსებობის ისტორიულ კვალზე მიანიშნებს.

"ქართულ-პოლონურმა გუნდმა არქეოლოგიურ ქვედა ფენებში გამოავლინა კოლხეთში დამზადებული გვიან ბრინჯაოს ხანის ტიპიური კერამიკული და ანტიკური ხანის თიხის ჭურჭელი. ადგილობრივად წარმოებულ მასალებთან ერთად აღმოჩენილია იმპორტირებული ჭურჭლის ფრაგმენტებიც.

ყურძნისა და ლეღვის წიპწების, მარცვლეულისა და სხვა საკვები მცენარეების სახით გამოვლინდა ორგანული ნარჩენებიც. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ეს აღმოჩენა მათ 3 000 -3 500 წლის წინანდელი ადგილობრივი ფლორისა და ანტიკური კოლხეთის მცხოვრებთა კვების რაციონის აღდგენაში დაეხმარება. არქეოლოგიური მასალების ნიმუშები, თხრილში აღმოჩენილი ხის საყრდენების ფრაგმენტებთან ერთად, უახლოეს მომავალში პოლონეთის ქიმიურ ლაბორატორიებში შემდგომი კვლევისათვის გაიგზავნება" - აცხადებს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო.

ქართულ-პოლონური კვლევა ქუთაისში ახლადგახსნილი ინტერდისციპლინარული ცენტრის ბაზაზე ტარდება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის მუზეუმ-ნაკრძალის თანამშრომლების, ქუთაისის კრუკოვსკის სახელობის ინტერდისციპლინარული კვლევითი ცენტრისა და ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის ისტორიის სახელმწიფო მუზეუმის ერთობლივ პროექტს პოლონეთის ეროვნული ფონდი აფინანსებს. 

ქუთაისიკულტურული მემკვიდრეობის სააგენტო

კომენტარები

ბოლო სიახლეები

აშშ-მ ირანზე ახალი საჰაერო იერიშები მიიტანა, ირანის საზღვაო ბლოკადას იწყებს
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 23:51

აშშ-მ ირანზე ახალი საჰაერო იერიშები მიიტანა, ირანის საზღვაო ბლოკადას იწყებს

ტრამპის თქმით, აშშ ჰორმუზის სრუტეში გადაზიდულ ტვირთზე 20%-იან გადასახადს არ დააწესებს
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 22:10

ტრამპის თქმით, აშშ ჰორმუზის სრუტეში გადაზიდულ ტვირთზე 20%-იან გადასახადს არ დააწესებს

EU-მ მოლდოვასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-6 კლასტერი გახსნა
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 20:56

EU-მ მოლდოვასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-6 კლასტერი გახსნა

რა თქვეს რეჟიმის სატელიტებმა ე.წ. საბოტაჟის საქმის სასამართლო სხდომაზე
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 20:20

რა თქვეს რეჟიმის სატელიტებმა ე.წ. საბოტაჟის საქმის სასამართლო სხდომაზე

პესკოვმა ალიევის განცხადებას უკრაინის მხარდაჭერაზე "მცდარი" უწოდა
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 19:51

პესკოვმა ალიევის განცხადებას უკრაინის მხარდაჭერაზე "მცდარი" უწოდა

ყველაზე კითხვადი

რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
1რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
2Bloomberg: ბოლო 21 წელში რუსეთში ნავთობის გადამუშავების მაჩვენებელი მინიმუმამდე დაეცა
3NYT: ირანის ყოფილი პრეზიდენტი ისრაელთან კავშირების გამოვლენის შემდეგ შინაპატიმრობაშია
4ალიევი: უკრაინას ვეხმარებით არა რეკლამისთვის, არამედ გულწრფელად
5მერიამ სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან გარემოვაჭრეების დახლები აიღო

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕