საქართველო-ყაზახეთი

ჩაკვეტაძე: ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემი გოლით ნაკრებს გამარჯვებაში დავეხმარე [ვიდეო]

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემი გოლით დავეხმარე ნაკრებს გამარჯვებაში"  - საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველის გიორგი ჩაკვეტაძის კომენტარი გუშინდელი მატჩის დასრულების შემდეგ.

ჩაკვეტაძე 9 სექტემბერს საქართველო-ლატვიის შეხვედრისას, მაყურებელს გულშემატკივრობისკენ მოუწოდებს.

"ახლა მთლიანად კონცენტრირებულები ვართ ლატვიასთან თამაშზე და მოვუწოდებ ქართველ მაყურებელს მოვიდეს და გვიგულშემატკივროს" - ამბობს ნაკრების ნახევარმცველი.

ერთა ლიგა უეფას ახალი ტურნირია, რომელიც ყაზახეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩით გაიხსნა. ტურნირის ისტორიაში პირველი გოლის ავტორი გიორგი ჩაკვეტაძე გახდა, პირველი გამარჯვება კი საქართველოს ნაკრებმა მოიპოვა. ჩაკვეტაძემ გოლი თამაშის 69-ე წუთზე გაიტანა, თამაში კი ანგარიშით 0:2 დასრულდა. მეორე გოლი ყაზახეთის ნაკრების
მცველმა, სერგეი მალიმ საკუთარ კარში გაიტანა. 

მატჩი ყაზახეთში, ასტანა არენაზე ჩატარდა.

ერთა ლიგის მომდევნო მატჩს საქართველო ლატვიის წინააღმდეგ 9 სექტემბერს, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე, 20:00 საათზე გამართავს.

კომენტარები