არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედება

14 წელს მიუღწეველთან ჩადენილი გარყვნილი ქმედებისთვის ბრალდებულს 12 წელი მიუსაჯეს

საია

თბილისის საქალაქო სასამართლომ 14 წელს მიუღწეველთან ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი  და გარყვნილი ქმედებისთვის ბრალდებული რ.მ. დამნაშავედ ცნო.

სამართალდამცველებმა რ.მ. 2018 წლის 9 ივლისს  ქ.თბილისში დააკავეს. რ.მ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლისმესამე ნაწილის „გ" ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედება 14 წლის მიუღწეველთან) და  141-ე მუხლის  1-ლი ნაწილით (გარყვნილი ქმედება თექვსმეტი წლის მიუღწეველთან) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ რ.მ. 2018 წლის 22 ივნისიდან 2018 წლის 6 ივლისამდე 14წელს მიუღწეველ გოგონას სისტემატიურად უგზავნიდა სექსუალური ხასიათის მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, ასევე მის მიმართ განახორციელა სექსუალური ხასიათის სხვაგვარი და გარყვნილი  ქმედება",- აცხადებს პროკურატურა.

სასამართლომ ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.  

კომენტარები