სერია A

კრიშტიანო რონალდო სერია A-ს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია

იუვენტუსის თავდამსხმელი, პორტუგალიელი კრიშტიანო რონალდო სერია A-ს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია. 

მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების რეიტინგი იტალიურმა გამოცემა Football Italia-მ გამოაქვეყნა.

მადრიდის "რეალიდან" გადასვლის შემდეგ რონალდო წელიწადში 31 მილიონ ევროს იღებს. 

პორტუგალიელი დიდი უპირატესობით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ გონსალო იგუაინს, რომლის ხელფასიც, მილანში გადასვლის შემდეგ, წელიწადში 9,5 მილიონი ევროა.

მესამე ადგილზეა იუვენტუსის თავდამსხმელი პაულო დიბალა, რომელიც არგენტინელი წელიწადში 7 მილიონ ევროს იღებს.

მეოთხე ისევ იუვენტუსის ფეხბურთელი გავიდა - ბოსნიელი ნახევარმცველი მირალემ პიანიჩი, რომლის ხელფასიც წელიწადში 6,5 მილიონი ევროა.

საუკეთესო ხუთეულშია კიდევ ერთი მილანელი - 19 წლის მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა 6 მილიონი მილიონით. 

 

კომენტარები