მამუკა ბახტაძე

მამუკა ბახტაძე: ბაქო უფრო და უფრო ლამაზდება

ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები ბაქოში - ქალაქში, რომელიც უფრო და უფრო ლამაზდება. მე აქ ძალიან ხშირი ვიზიტები მქონდა, როდესაც რკინიგზის ხელმძღვანელი ვიყავი და ვფიქრობ, ეს ძალიან კარგად აჩვენებს იმ დიდ ეკონომიკურ პროგრესს, რომელიც არის აზერბაიჯანში. საქართველო და აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორები არიან და ეს არის ძალიან დიდი მიღწევა. ჩვენთვის ხალხთა შორის ურთიერთობებს ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს, ჩვენი მეზობლობა და მეგობრობა საუკუნეების განმავლობაში კი მართლაც სამაგალითოა. ჩვენმა დიდმა წინაპრებმა ისეთი საფუძველი ჩაუყარეს ამ ურთიერთობებს, ჩვენ ძალიან გაგვიადვილდა მათი კიდევ უფრო განმთტკიცება და გამყარება

ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე თქვა მამუკა ბახტაძემ

კომენტარები