ანგელა მერკელის ვიზიტი

სტუდენტი, ვისაც ანგელა მერკელმა ოკუპაციაზე უპასუხა, ევროპული საქართველოს წევრია

facebook/konstantine.k.shubitidze

სტუდენტი, ვისი კითხვის პასუხადაც მერკელმა სიტყვა ოკუპაცია გამოიყენა, ევროპული საქართველოს წევრი და სერგი კაპანაძის თანაშემწეა. 

კონსტანტინე შუბითიძემ ანგელა მერკელს თსუ-ში გამართულ შეხვედრაზე ჰკითხა, რატომ არ იყენებს ის ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალთან მიმართებით სიტყვას "ოკუპაცია". 

„კითხვებზე პასუხის გაცემის დროს ორი დღეა უკვე იყენებთ შეფასებას - „უსამართლო მდგომარეობა“, არ იყენებთ სიტყვა ოკუპაციას. ტერმინ „ოკუპაციასთან“ რამე პრობლემა არის თუ რატომ არ იყენებთ? რატომ არ აფასებთ ცხინვალსა და აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს როგორც „ოკუპაციას?", - იკითხა შუბითიძემ. 

პასუხად გერმანიის კანცლერმა თქვა:

"ეს არის ოკუპირებული ტერიტორია, ეს არის ჩემი პასუხი. მე ვთქვი, რომ ეს არის ოკუპაცია. ეს არის ოკუპირებული ტერიტორია, 20% და ეს რჩება უდიდეს და უხეშ უსამართლობად". 

კომენტარები