მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი რუსული ბლოკჩეინ კომპანიის ბრენდის ელჩი გახდა, ის ბანკების მოშორებას ითხოვს

Reuters

რუსული ბლოკჩეინ კომპანია Финолог-ის ვებგვერდისა და დოკუმენტების მიხედვით, მათი ბრენდის დესპანი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გახდა. Финолог-ის Facebook-სა და Youtube-ზე გამოქვეყნდა მიხეილ სააკაშვილის მიმართვა, სადაც ის ბლოკჩეინის შესაძლებლობებზე საუბრობს. სააკაშვილის თქმით, ტექნოლოგიური რევოლუცია, რაც კრიპტოვალუტებსა და ბლოკჩეინ სისტემებს მოაქვთ, მსოფლიოს აძლევს საშუალებას, რომ "შუასაუკუნეობრივი და მოძველებული ბანკები მოვიშოროთ".

მიხეილ სააკაშვილის მიმართვა

"საბანკო სისტემა მოძველებულია. ბანკები თანამედროვეობის გამოწვევებთან მიმართებით სრულიად უსარგებლობები არიან. ისინი მცირე და საშუალო ბიზნესებს დაფინანსებაზე ხშირად უარს ეუბნებიან. იმიტომ რომ თავიანთ დიდ პროექტებზე მუშაობენ. ამიტომაც ბანკები მოძველებულ, შუასაუკუნეობრივ ინსტიტუტს წარმოადგენენ. დღევანდელი, ბლოკჩეინ ტექნოლოგიებით, პრაქტიკულად ბანკების საჭიროება ქრება. რა არის ბანკი? ბანკი არსებობს მაშინ, როდესაც არ არსებობს ადამიანთა შორის ურთიერთნდობა. როდესაც ორი ფინანსური აქტორი ერთმანეთს არ ენდობიან, მათ სჭირდებათ ნდობის გარანტორი, რათა განახორციელონ ტრანზაქცია. ბლოკჩეინი შესაძლებლობას გვაძლევს ჩავანაცვლოთ ბანკები, ისეთი სისტემით, რაც ბანკის მომსახურებაზე ბევრად იაფია და თანაც, ბანკთან შედარებით, უფრო სანდოა. ეს არის ზუსტად ის რასაც კომპანია Finolog-ი აკეთებს. ეს არის გლობალური საფინანსო ბაზრის მომავალი. ეს არის მსოფლიოს ეკონომიკის მომავალი, მომავალი, რომელშიც ადამიანები ერთმანეთს ეხმარებიან. 

მე არ ვარ ფინანსური მრჩეველი, მე არავინ მიხდის, რათა რეკლამირება გავუწიო Finolog-ს. მე ძალიან მომწონს ეს იდეა, ბლოკჩეინის იდეა. მე ვფიქრობ რომ ჩვენ უნდა მოვიშოროთ მოძველებული საბანკო სისტემა. მოვიშოროთ ბანკები, რომლებიც ეკონომიკას ამუხრუჭებენ. 

მთავარია შედეგი თუ რა მოაქვს ბლოკჩეინს და კრიპტოტექნოლოგიებს, ეს არის შედეგი, რომ კრედიტი ბევრად ხელმისაწვდომი და იაფი ხდება ყველასთვის. ეს არის ის რასაც აკეთებს Finolog-ი და სხვები,"- ამბობს სააკაშვილი. 

კომპანია Финолог-ი 2014 წელს დაარსდა, ის მცირე ბიზნესებს საფინანსო მომსახურებების აუთსორსინგს სთავაზობს. კომპანიამ 2018 წელს Ethereum-ის ბაზაზე დაფუძნებული ახალი ბლოკჩეინ სერვისები წარადგინა. 

კომენტარები