ნოვოსიბირსკი

ნოვოსიბირსკის უნივერსიტეტში სასულიერო პირების ვიზიტის დროს, შიშველ ქანდაკებებს ჩააცვეს

22 აგვისტოს ნოვოსიბირსკის უნივერსიტეტში ფორუმი "ნოვოსიბირსკი-უსაზღვრო შესაძლებლობების ქალაქი“ ჩატარდა, რომელსაც სხვადასხვა თანამდებობის პირებთან ერთად ადგილობრივი ეპარქიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

უნივერსიტეტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, სასულიერო პირების ვიზიტის დროს, შენობაში არსებულ შიშველ ქანდაკებებს "ჩააცვეს". ადმინისტრაციამ მედიასთან ეს ფაქტი დაადასტურა, თუმცა მიზეზი არ დააკონკრეტა.

მსგავსი ფაქტი რამდენიმე წლის წინ რომშიც დაფიქსირდა. როდესაც იტალიის დედაქალაქს ირანის პრეზიდენტი ჰასან როხანი ესტუმრა, ქვეყნის პრემიერმინისტრმა, მატეო რენციმ მას კაპიტოლიუმის მუზეუმი დაათვალიერებინა. ირანის პრეზიდენტი კმაყოფილი დარჩა, როდესაც დაინახა, რომ ანტიკური ქანდაკებები თეთრი ნაჭრით იყო შემოსილი.

კომენტარები