პრეზიდენტობის კანდიდატი

ზურაბიშვილი: ძალიან მოთმინებით და იმედით ველოდები ქართული ოცნების გადაწყვეტილებას

არ ვფიქრობ, რომ "ქართული ოცნება" რამის გამო თავს იკავებს. "ქართული ოცნება" მსჯელობს ამ საკითხზე, რაც არის ძალიან ნორმალური და ბუნებრივი. არავის არაფერი არ ეჩქარება და მე ძალიან მოთმინებით და იმედით ველოდები მათ გადაწყვეტილებას. სრულიად ბუნებრივია ეს მსჯელობა, უმრავლესობისთვის, სანამ თვითონ გადაწყვეტენ, კანდიდატებიდან რომელს უნდა დაუჭირონ მხარი, მე ამაში ვერც უხერხულობას ვერ ვხედავ, ვერც პრობლემას ჩემთვის ან მათთვის და ძალიან მშვიდად, როგორც ხედავთ, ვაგრძელებ ჩემ კამპანიას და ჩემი ხელმოწერების მოგროვებას და არ მაქვს არანაირი ეჭვის მომენტი. როგორიც იქნება, რაც იქნება მათი გადაწყვეტილება ეს იქნება ჩემთვის მისაღები

ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა კასპში, მოსახლეობასთან შეხვედრისას ჟურნალისტებთან თქვა.

კომენტარები