ამსტერდამი

ამსტერდამში ვეგეტარიანული საკვების ფესტივალზე, ბიჭმა უმი ხორცის ჭამა დაიწყო (ვიდეო)

ჰოლანდიაში, ამსტერდამში ვეგეტარიანული საკვების ფესტივალის მიმდინარეობის დროს შეკრებილ ხალხს ბიჭი შეუერთდა, რომელმაც უმი ხორცის ჭამა დაიწყო. ინფორმაციას Independet ავრცელებს.

ამასთან, ბიჭს მაისური ეცვა, წარწერით: „გახდი ვეგეტარიანელი და მოკვდი“. 

მედიის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ბიჭს პოლიციელი ესაუბრება და თუმცა მან სამართალდამცავი შენიშვნას ყურადღება არ მიაქცია და უმი ხორცის ჭამა განაგრძო. 

უცნობი მამაკაცის საქციელმა ფესტივალის ორგანიზატორების დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. მათი თქმით, მიუხედავად იმისა რომ უმი ხორცის ჭამა აკრძალული არ არის. ახალგაზრდა მამაკაცის საქციელი შემზარავია, რადგან ხორცი სისხლიანი იყო. ორგანიზატორები ამბობენ, რომ ბიჭი სწორედ მაშინ გამოჩნდა ფესტივალზე, როცა საბავშვო პროგრამა მიმდინარეობდა. 

პოლიციის ინფორმაცით, ბიჭი დაკავებული არ არის. 

კომენტარები