არჩევნები 2018

ზურაბიშვილი: უსახო ეკლესიების აშენების ნაცვლად ძველი ავაღორძინოთ

არის ინიციატივა, რომელზეც ველაპარაკები პატრიარქსაც და მთავრობასაც, იმის მაგივრად, რომ ყოველ წუთას ავაშენოთ ახალი საკმაოდ უსახო ეკლესიები, ეს თანხები, რომლებიც მიდის ეკლესიებზე, ჩაიდოს ძველი ეკლესიების აღორძინებასა და რესტავრაციაში. უამრავი, თუ გადავხედავთ რუკას საქართველოში არსებული ძეგლებისა და ეკლესიების, პრაქტიკულად ყველა ქართველისთვის არის ერთი ეკლესია გასარესტავრირებული, ამიტომ ამაზე ერთად უნდა ვიმუშაოთ.

სოფელ დიდ ჯიხაიშში საპრეზიდენტო კამპანიის პრეზენტაციისას თქვა სალომე ზურაბიშვილმა. სტილი დაცულია. 16 აგვისტო, 2018

კომენტარები