პატრიოტთა ალიანსი

პატრიოტთა ალიანსის რეკლამის კანონდარღვევით განთავსებისთვის, GNCC-მა ობიექტივი დააჯარიმა

ტაბულა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (GNCC) "არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივი" მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის დარღვევის გამო, 3132 ლარით დააჯარიმა.

კომისიის განმარტებით, ობიექტივი საკუთარ ეთერში "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" პოლიტიკურ რეკლამას არასაარჩევო პერიოდში ანთავსებდა. ტელევიზიას აღნიშნული მუხლი გასული წლის განმავლობაშიც აქვს დარღვეული, რისთვისაც კომისიამ მას წერილობითი გაფრთხილება მისცა. კანონის განმეორებითი დარღვევისთვის კი ობიექტივს ფულადი ჯარიმა დაეკისრა და პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ სარეკლამო რგოლის სამაუწყებლო ბადიდან დაუყოვნებლივ ამოღება დაევალა.

კომენტარები