ბუქარესტი

ბუქარესტში, პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებისას, 440 ადამიანი დაშავდა

ბუქარესტში მთავრობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე პოლიციასა და აქტივისტებს შორის ღამით შეტაკება მოხდა.

მას შემდეგ, რაც დემონსტრანტებმა კორდონი გაარღვიეს, პოლიციამ და სპეცდანიშნულების რაზმმა აქტივისტების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი, რეზინის ხელკეტები და წყლის ჭავლი გამოიყენა.

შედეგად, 440 ადამიანი დაშავდა. 65 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულებიდან 24 ჟანდარმერიის თანამშრომელია.

საპროტესტო აქცია რუმინეთის მთავრობის გადადგომის მოთხოვნით მიმდინარეობს. ათიათასობით დემონსტრანტი მემარცხენე მთავრობას კორუფციასა და სასამართლო სისტემის დანგრევაში ადანაშაულებს.

აღსანიშნავია, რომ ანტისამთავრობო საპროტესტო აქციის ინიციატორები საზღვარგარეთ მცხოვრები რუმინელები იყვნენ. ბევრი ემიგრანტი ქვეყანაში ჩავიდა და დემონსტრაციაში მიიღო მონაწილეობა.

რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა დაგმო აქციის მონაწილეების დარბევა. მისი თქმით, პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად, ყველა ადამიანს აქვს პროტესტის უფლება.

კომენტარები