მდინარის ადიდება

მდინარის ადიდების გამო სოფელ წყემსა და ზანათში მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

საგანგებო სიტუაციების მართვის მართვის სამსახურის ინფორმაციით, მდინარე აბაშიწყლის ადიდებამ საფრთხე შეუქმნა საცხოვრებელ სახლებს და ადგილობრივ მოსახლეობას. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დაწყებულია მოსახლეობის ევაკუაცია. ევაკუირებულია 25 ოჯახი. 

უწყების თქმით, სოფლებში მობილიზებულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კონტრაქტორი კომპანიების მძიმე ტექნიკა, რომლითაც ხორციელდება მოსახლეობის ევაკუაცია. 

კომენტარები