საპრეზიდენტო არჩევნები 2018

ზურაბიშვილი: ბევრი ადამიანი იყო ჩემს ოჯახში, ვინც ღირსეული პრეზიდენტი იქნებოდა

ეს დიდი პასუხისმგებლობა არ არის მხოლოდ ჩემი პასუხისმგებლობა. მე ვარ ვალდებული ჩემი წინაპრების წინაშე და ყველა იმათ წინაშე, ვინც 100 წლის წინ დამოუკიდებლობა გამოაცხადეს და შემდეგ ეს დამოუკიდებლობა ვეღარ აცოცხლეს - ზოგი წავიდა, ზოგი დარჩა. ძალიან ბევრი ადამიანი იყო, ჩემს ოჯახში და არამხოლოდ ჩემს ოჯახში, ვინც საქართველოს ღირსეული პრეზიდენტი იქნებოდა, მაგრამ ვერ გახდა. ამ ადამიანებიდან გამომდინარე, მე ვთვლი, რომ არ შეიძლება ამ გამოწვევაზე უარის თქმა. 

თქვა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე, სადაც პრეზიდენტის პოსტზე თავისი კანდიდატურა წარადგინა.

კომენტარები