დღის ფოტო

დღის ფოტო: თბილისში, სახლში გაჩენილი ხანძრიდან მაშველს ბავშვი გამოჰყავს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. დაიწვა საოჯახო ნივთები - 30 კვ.მ

ძლიერი დაკვამლიანების გამო, კორპუსიდან მოქალაქეების ევაკუაცია გახდა საჭირო. ერთ-ერთი საცხოვრებლიდან გამოიყვანეს მცირეწლოვანი ბავშვიც.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული იყო 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები