კამბოჯა

კამბოჯის მმართველმა პარტიამ არჩევნებში პარლამენტის 125-ვე ადგილი მოიპოვა

Reuters

კამბოჯაში გამართულ საყოველთაო არჩევნებში მმართველმა პარტიამ პარლამენტის ასოცდახუთივე ადგილი მოიპოვა.

საბოლოო შედეგების მიხედვით კამბოჯის სახალხო პარტიამ ხმათა 77.5% დააგროვა.

ოპოზიცია არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს. მათი თქმით არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში არ ჩატარებულა.

თეთრი სახლის განხცხადების მიხედვით არჩევნების დროს არსებული ხარვეზების გამო აშშ კამბოჯის მთავრობის ზოგიერთ წევრს ვიზებზე შეზღუდვებს დაუწესებს. ევროკავშირი კამბოჯას ეკონომიკური სანქციებით ემუქრება.

კომენტარები