კრიმინალი

გუშინ ბათუმში, ანბანის კოშკთან, ოთხი ადამიანი ცივი იარაღით დაჭრეს

Getty Images

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა გუშინ ღამით ბათუმში ანბანის კოშკთან ცივი იარაღით ოთხი ადამიანი დაჭრა. 

"გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 27 ივლისს, ღამით, ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა 4 პირს: 2000 წელს დაბადებულ ვ.თ-ს, 2000 წელს დაბადებულ გ.ქ.-ს, 1998 წელს დაბადებულ ვ.მ.-ს და 1997 წელს დაბადებულ ი.ჭ.-ს. დაჭრილები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. სამართალდამცველებმა 1996 წელს დაბადებული ლ.კ. შემთხვევის ადგილზევე დააკავეს." - წერია შსს-ს განცხადებაში. 

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები