კრიმინალური დაჯგუფება

ნარკოტიკების აღმომჩენი ძაღლი დაითხოვეს, რადგან მისი მოკვლისთვის ჯილდო დააწესეს

BBC.com

ნარკოტიკების აღმომჩენი ძაღლი, რომელიც კოლუმბიის აეროპორტში მუშაობდა, სამსახურიდან დაითხოვეს და სხვაგან წაიყვანეს, რადგან კრიმინალურმა დაჯგუფებამ მისი მოკვლისთვის ჯილდო დააწესა.

სპეცსამსახურების ინფორმაციით, "Urabeños"-ის კრიმინალური დაჯგუფება გერმანული შეპარდის თავში 70 000 ამერიკულ დოლარს იხდის. მათ ეს ჯილდო მას შემდეგ დააწესეს, რაც ძაღლმა აეროპორტში დაჯგუფების კუთვნილი 10 ტონა კოკაინი აღმოაჩინა.

"Urabeños"-ის კრიმინალური დაჯგუფება ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი დაჯგუფებაა კოლუმბიაში. 

კომენტარები