მოსახლეობამ 10 თუ 12 მილიონი ლარი მიიღო ხეების კომპენსაციად, და კომპენსაციად იმისთვის, რომ გაგვეტარებინე საკუთარ ნაკვეთზე. გაგაცინებთ ახლა - ისე მიეჩვია ხალხი, რომ ივანიშვილი მაინც გადაიხდის, ნაკვეთის ღირებულება თუ არის სადღაც ზღვიდან მოშორებით კვადრატულის 10 დოლარი, მე გატარებაში ვიხდი 10 დოლარს, ერთი საათით გადავივლი და ეს ნაკვეთი ისევ რჩება. ზოგჯერ მეტსაც ვიხდი. ისეთი მოთხოვნადია. ეს ფული მთლიანად მოსახლეობაში რჩება. რკინიგზასაც ძალიან დიდი ფული აქვს იმაში მიღებული, რომ ჩახსნას და გადაკეტოს, რომ ამ მანქანამ გარკვეულ დროს გადაიაროს, მაგრამ არასდროს ყოფილა შემთხვევა, არც ერთი წუთით, მატარებლის მოძრაობის შეფერხების, რასაც ძალიან ხშირად ცრუობს „რუსთავი 2“. გარდა ამისა, ამ პროცესში ძალიან დიდი სამი ბორანი შემოვიდა საქართველოში, რომელიც დარჩება და მან შეიძლება ეკონომიკაში გარკვეული როლი ითამაშოს. სპეციალური მანქანა, რომელიც მილიონ ორასი ათასი ღირს, საქართველოში დარჩება. შეიძლება, ასეთი მძიმე ტვირთები გადაიტანოს. ბიუჯეტში მგონი 14 მილიონი ლარი შევიდა ამ პროცესიდან მთლიანად. ვერ დამისახელებთ ვერც ერთ მინუსს. ერთი პატარა მინუსი, რაც შეიძლება დავასახელოთ არის ის, რომ გარკვეულ დროს, რამდენჯერმე 5-10 წუთიანი, მაქსიმუმ 15-წუთიანი საცობი წარმოიქმნა. დღესაც მძღოლებს ბოდიშს მოვუხდი ამ უხერხულობისთვის. ამაზე მეტი არაფერი გაფუჭებულა, არ გაჩეხილა, არაფერი გადაშენებულა, მით უმეტეს, ეკოლოგიას არაფერი შეხებია. მე რომ ეკოლოგიაზე მსაყვედურობს ხალხი, რომელსაც ერთი ხე არ დაურგავს, მარტო ჩოლოქზე გავიდნენ. ყველაზე ცუდი ადგილი აჭარა-გურიის საზღვარზე რაც იყო, დაჭაობებული და ძველი ტიპის კანალიზაციის ბუნკერები იდგა, ბეტონის, „ციცინათელას“ ადგილზე და იმის საპირისპირო მხარეს ათასობით ევკალიპტი იყო, ყველაზე ცუდ ადგილზე ყველაზე საინტერესო პარკი გაკეთდა, რომელზეც არავინ საუბრობს.
ივანიშვილის ინტერვიუ
ივანიშვილი: ნაკვეთის ფასი თუ იყო კვ.მ 10$, მე ხის გატარებაში მახდევინებდნენ იგივეს
tbl.ge/31ke
დაკოპირდა
ყოფილი პრემიერმინისტრი და ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, გადაცემაში "აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" მის მიერ დენდროლოგიურ პარკში გადატანილ ხეებზე საუბრობს.
ამავე თემაზე
- უდუმაშვილი ივანიშვილზე: არ უნდა დამარცხებულის გვირგვინით გავიდეს ბრძოლიდან, ეშინია
- ხაზარაძე ივანიშვილზე: ქარაქუცობა ნიშნავს, რომ საქმე არ გამოგდის, ასეთები თავისკენ მოიკითხოს
- ივანიშვილი "ოცნებაზე": მზადაა, აგოს პასუხი საკუთარ თავზე, თუ საჭირო გახდა, სხვასაც აგებინოს
- ივანიშვილი: მაჩანჩალა პოლიტიკოსი არც საკუთარ თავს გამოადგება და არც ქვეყანას
- ივანიშვილი: პოლიტიკოსის პროფესიას თავისი, თუ შეიძლება ითქვას, ბუნებრივი დიალექტიკა აქვს