ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

ივანიშვილი საგამოძიებო კომისიაზე: არ შეეშინდა გუნდს... პარლამენტში ლაღად დაყვნენ

საგამოძიებო კომისიაც, აბა გაიხსენეთ, როდის შექმნილა საქართველოში, ოპოზოცია ხელმძღვანელობს, არ შეეშინდა გუნდს, თუ პროკურატურას შეეშალა და გადაცდა, არავინ არავინ არ იცავს და ხელს არ აფარებს და მსგავსი მცდელობა არ ჰქონიათ. პარლამენტში ლაღად დაყვნენ და დღეს... გასაგებია, რომ ზოგიერთი პიროვნება საზოგადოებას აღიზიანებს იქედან, რომ ამ პროცესებში მონაწილეობს, მხედველობაში მყავს ოპოზიცია, მაგრამ თვითონ პროცესი, რომ შეიქმნა მეორედ (პირველად როდის შეიქმნა, აღარ გავიხსენებ იმას, ომის შემდგომ, სირცხვილი იყო, ეს იყო ფორმალური და არარეალური), რეალური საგამოძიებო კომისია შეიქმნა, როგორც კი დადგა ამის მოთხოვნილება, თუ გახსოვთ და ალბათ იტყვიან ოპონენტები - ამას მუდამ ვითხოვდითო, არასდროს ითხოვდნენ ისეთ საკითხებზე, სადაც უნდა შექმნილიყო. როდესაც მწვავე საკითხი იყო და საზოგადოების რეაქცია იყო ძალიან მძაფრი, გუნდი არ დაფიქრებულა, პარლამენტი არ დაფიქრებულა, მოახერხეს და ოპოზიციას გადასცეს

ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი გადაცემაში - აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად, ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილ საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით.

კომენტარები