სიღნაღისა და ლაგოდეხის ოთხ სოფელში დაიტბორა სახლები, სარდაფები და ეზოები

უხვი ნალექი კახეთში

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით ძლიერმა ნალექმა კახეთის რეგიონში, კონკრეტულად, სიღნაღისა და ლაგოდეხის ოთხ სოფელში პრობლემები შექმნა - დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, სარდაფები და ეზოები.

"შემოსულია 6 შეტყობინება. ​ამ დროისათვის, ყველა ოჯახში დასრულებულია სამაშველო და წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები. დამატებითი გართულებები მოსალოდნელი არ არის.

​წყლის მოვარდნის გამო დაფიქსირდა მანქანებში ადამიანების ჩარჩენის შემთხვევებიც. საგანგებო სიტუიციების მართვის სამსახურის მაშველების მიერ ყველა მოქალაქე გადაყვანილია უსაფრთხო ადგილზე", - წერია განცხადებაში.

​უხვი ნალექის შედეგად არავინ დაშავებულა.

"სინოპტიკოსების ვარაუდით, მოსალოდნელია ამინდის გაურესება, რის გამოც როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ისე ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის, რათა საჭიროების შემთხვევაში, დროულად მოხდეს რეაგირება", - აცხადებს უწყება.

კომენტარები