ბახტაძე: გვჭირდება შრომის დაცვის მაღალი სტანდარტები, რაც აუცილებლად უნდა დავამკვიდროთ

ჩვენ გვჭირდება შრომის დაცვის მაღალი სტანდარტები. როდესაც ვსაუბრობთ, რომ ჩვენი მთავარი მიზანია საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, ეს უნდა ეხებოდეს ყველა სფეროს, ადამიანის უფლებებით დაწყებული, მომხმარებელთა უფლებების დაცვით, მათ შორის, რა თქმა უნდა, შრომის პირობებით დასრულებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ ეს სტანდარტი საქართველოში აუცილებლად უნდა დავამკვიდროთ. რაც შეეხება შრომის დაცვის სტანდარტებს, აქ ჩვენ უნდა გვქონდეს მოთხოვნა, დავაკმაყოფილოთ ევროპული სტანდარტი. ეს ბევრ საწარმოში, თქვენ ჩემზე უკეთ იცით, არ იყო. ასე გაგრძელება არ შეიძლება. როდესაც ჩვენ ადამიანის სიცოცხლეზე ვსაუბრობთ, ამაზე მაღლა არაფერი დგას. ჩვენ გვჭირდება შესაბამისი სტანდარტები, შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო. 1-ლი აგვისტოდან პროფილური სამინისტრო ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებებს იწყებს. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაქვს იმის ილუზია, რომ ერთ დღეში შეიძლება შევცვალოთ ის ძალიან მძიმე სტატუს-კვო რაც წლების განმავლობაში დაგროვდა, მაგრამ ამის დაწყება და პრინციპული გატარება მნიშვნელოვანია, რასაც ევროპელი დონორების მხარდაჭერით აუცილებლად გავაკეთებთ

პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ტყიბულის შახტში მომხდარ კიდევ ერთ აფეთქებას გამოეხმაურა, რომლის შედეგადაც, 4 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა.

კომენტარები