მკვლელობა მესტიაში

შსს: მესტიაში 25 წლის ბიჭი, ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, ცივი იარაღით მოკლეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

მესტიაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, 25 წლის ბიჭი სასტუმროში ურთიერთშელაპარაკების შემდეგ ცივი იარაღით დაჭრეს, ის საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, მიმდინარე წლის 11 ივლისს, ღამით, მესტიის რაიონული საავადმყოფოდან შევიდა შეტყობინება, რომ სამედიცინო დაწესებულებაში გულ-მკერდის არეში მიყენებული ჭრილობით 1993 წელს დაბადებული ლ.ფ. შეიყვანეს. დაშავებულს ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა, საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში ლ.ფ. გარდაიცვალა. გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 11 ივლისს, მესტიაში მდებარე ერთერთ სასტუმროში ლ.ფ.-ს და მის ორ მეგობარს დაუდგენელმა პირებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ურთიერთშელაპარაკების შემდეგ კი ლ.თ. ცივი იარაღით დაჭრეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ." - წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახით 7-დან15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

კომენტარები