საბავშვო ბაღები

ყაზტრანსგაზის რეკომენდაციით, 19 საბავშვო ბაღში გაზქურები ელექტროქურებით ჩანაცვლდა

ტაბულა

თბილისის 19 საბავშვო ბაგა-ბაღის სამზარეულოს ბლოკში არსებული გაზქურები ელექტროქურებით ჩანაცვლდა. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ ელექტროტექნიკის ბავშვთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროექტის ფარგლებში შეისყიდეს.

მერიის ინფორმაციით, ქურების ჩანაცვლების რეკომენდაცია „ყაზტრანსგაზმა“ გასცა, რომელმაც სამზარეულოს ბლოკები შეისწავლა ყველა ბაღში, სადაც გაზქურით სარგებლობდნენ. უწყებაში აცხადებენ, რომ შესწავლის მოთხოვნით კომპანიას ბაღების სააგენტომ მიმართა.

"ბავშვთა უსაფრთხოება ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს პრიორიტეტია და ამ კუთხით, სააღმზრდელო დაწესებულებებში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება", - აღნიშნავენ თბილისის მერიაში.

კომენტარები