კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზის" ინფორმაციით, დღეს, დილის 07:00 საათიდან 11 ივლისის დილის 07:00 საათამდე სამტრედიის, ხონისა და მარტვილის ნაწილს გაზი არ მიეწოდება.
კომპანია ამის მიზეზად გაზსადენზე მიმდინარე სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოებს ასახელებს.
11 ივლისამდე გაზმომარაგება შეუწყდება:
- სამტრედიის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: იანეთს, დიდ ჯიხაიშს, ეწერს, ღანირს, ჭაგანს, კვირიკეს, ნაბაკევს, ნინუაკუთხეს, ჩხენიშს, მიწაბოგირას, დაბა კულაშს, მელაურს.
- ასევე, ქალაქ სამტრედიის შემდეგ ქუჩებს: რესპუბლიკის, კრავეიშვილების, მიქელაძის.
- გარდა ამისა, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება ხონისა და მარტივილის აბონენტებსაც.
- "სოკარ ჯორჯია გაზის" ინფორმაციით, აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება 11 ივლისის 07:00 საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგებათ.
კომპანია მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის და აბონენტებს მოუწოდებს, გადაკეტონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.